შეთავაზების დეტალები

ნავთობკომპანია გალფი საშუალებას გაძლევთ გადაცვალოთ 1000 ქულა ენიო მორიკონეს კონცერტის 2 ბილეთში.

ბილეთების მისაღებად აუცილებელია გალფ კლუბის ბარათზე დაგროვილი გქონდეთ 1000 ქულა, რომლის გადაცვლის შემდეგ ბილეთების ასაღებად უნდა გვეწვიოთ გალფის სათაო ოფისში. მის: თბილისი, ჭავჭავაძის #34 (პიქსელის შენობის მე-6 სართული).

ადგილზე უნდა წარადგინოთ მიღებული ვაუჩერის სმს კოდი.

პროდუქტის ვაუჩერში გადახდილი თანხის (ქულის)  უკან დაბრუნება ან გაცვლა არ ხდება. ვაუჩერით პროდუქტის მიღება შესაძლებელი იქნება მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.

ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია. 

ერთი ვაუჩერით იღებთ კონცერტის 2 ბილეთს ერთი შენაძენის ფარგლებში.

კონცერტის შესახებ:

19 მაისს, Black Sea Arena 2018 წლის სეზონის გახსნაზე წარმოგიდგენთ ლეგენდარული კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კონცერტს რომის სიმფონიურ ორკესტრსა და თბილისის ოპერის გუნდთან ერთად. კონცერტზე შესრულდება მაესტროს მიერ კინოსთვის შექმნილი საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოებები. ღონისძიება მაესტროს მოღვაწეობის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ტურნეს ფარგლებში იმართება. 
ენიო მორიკონეს თავისი ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში შექმნილი აქვს 600-მდე მუსიკალური ნაწარმოები, რომელთაგან 500 სხვადასხვა ფილმისთვის დაწერა და თანამშრომლობდა ისეთ დიდ რეჟისორებთან, როგორებიც არიან სერჯიო ლეონე, ჯუზეპე ტორნატორე, კვენტინ ტარანტინო. ამ უკანასკნელის ფილმისთვის „საძულველი რვიანი“ კომპოზიტორმა თავისი პირველი „ოსკარი“ მიიღო. 
ენიო მორიკონეს აქვს 6 „ბაფტას“, 3 „გრემის“ და 3 „ოქროს გლობუსის“ ჯილდო. 

კარის გახსნა: 18:00 საათი 
დაწყება: 20:30 საათი

შეთავაზების პარტნიორი

შპს "სან პეტროლიუმ ჯორჯია"

სათაო ოფისი: თბილისი, ჭავჭავაძის 34. 0179

საინფორმაციო ელ.ფოსტა: info@gulf-ge.com

ტელეფონი: +(995 32) 2496 444

ცხელი ხაზი: *0007

 

მდებარეობა
© სან პეტროლიუმ ჯორჯია