მოიგე 500 ლიტრი საწვავი!
16 მაისი 2018

ნავთობკომპანია გალფი იწყებს წამახალისებელ გათამაშებას Gulf Club-ის წევრებისთვის, რომელიც გაიმართება 2018 წლის 16 მაისიდან 10 ივლისის ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით. ყოველკვირეულად გამოვლინდება 7 გამარჯვებული, თითოეული მათგანი კი დასაჩუქრდება 500 ლიტრი საწვავით.

 

ყოველი 25 ლარის ნებისმიერი საწვავის შენაძენზე Gulf Club-ის წევრი მიიღებს გათამაშების ერთ ელექტრონულ ბილეთს (ერთ ტრანზაქციაზე არაუმეტეს 4 ბილეთისა).   ასევე შესაძლებელია კლუბის ბარათზე დაგროვილი ქულები გადაცვალოთ გათამაშების ბილეთში, 100 ქულა = 1 ელექტრონულ ბილეთს, რომელიც დოლურაში მოხვდება ყველა სხვა ბილეთთან ერთად.

 

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ არის გალფ კლუბის წევრი, ბარათის მიღება შეუძლია გალფის ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე ან გალფის საიტიდან ონლაინ რეჟიმში.

მიმდინარე ბილეთების ნახვა და ქულებით ბილეთის შეძენა შეგიძლიათ გათამაშების სპეციალურ ვებგვერდზე www.GulfClub.ge;

 

გამარჯვებულები გამოვლინდებიან ყოველ ხუთშაბათს 21:00 საათზე, Gulf Georgia-ს ოფიციალური Facebook გვერდის პირდაპირ ეთერში, რვა კვირის განმავლობაში.

გათამაშების თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა მის მიერ შერჩეული, გალფის ნებისმიერი ტიპის საწვავის 500 ლიტრის ტალონი.

 

www.GulfClub.ge

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია